10 წლიან პერიოდში აგროდაზღვევის პროგრამაში მონაწილეთა რაოდენობა და დაზღვეული ფართობის მაჩვენებელი, არსებითად არ გაზრდილა. დაზღვეული მიწის ფართობი კი, მთლიანი მოსავლიანი მიწის ფართობის საშუალოდ 5%-ს შეადგენს - აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანობა აუდიტის სამსახურმა შეაფასა და გამოვლენილი მიგნებები და რეკომენდაციები საკანონმდებლო ორგანოს დღეს წარუდგინა.