მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"აგროდაზღვევის პროგრამის ცვლილება გაყიდული პოლისების რაოდენობას შეამცირებს"

5ace2aa7e5bf6
თამუნა დემეტრაშვილი
11.04.18 21:00
790
აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში შეტანილი ცვლილება, სადაზღვევო კომპანიებს გაყიდული პოლისების რაოდენობას მნიშვნელოვნად შეუმცირებს, ამის შესახებ სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა bm.ge-სთან საუბრისას განაცხადა.

"დაზღვევის პროგრამაში წელიწადში დაახლოებით 20 ათასი ფერმერი მონაწილეობს და მათგან რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი, ძალიან ცოტას აქვს. ცვლილების მიხედვით, დაზღვევის სუბსიდირება მხოლოდ რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთებზე გავრცელდება, რაც ჩვენი ვარაუდით მოცვის თვალსაზრისით სერიოზულ პრობლემებს შექმნის და შესაძლოა, წელს იმათი მესამედიც აღარ დაეზღვეს, რაც შარშან იყო.“-აღნიშნა ხეჩინაშვილმა.

მისი თქმით, დაზღვევა არ არის საკმარისი მოტივატორი იმისთვის, რომ ფერმერებს მიწების რეგისტრაციისკენ უბიძგოს.

"სადაზღვევო სექტორი მომართულია დაზღვეულთა ზრდისკენ, გადაზღვევის ხელშეკრულებები გაკეთებულია, სააგენტო ქსელები აწყობილია და ამ დროს ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეზღუდვა იქნება. არ შეიძლებოდა ამის მყისიერი გაკეთება, ეტაპობრივად უნდა მომხდარიყო, რაც არასწორია. ძალიან ვღელავ ამ საკითხზე, კარგი სისტემა ეწყობა, ზრდა არის, უცხოელი პარტნიორები დავარწმუნეთ, რომ პერსპექტიული ბაზარია და ცვლილების გამო ძალიან სერიოზული ჩავარდნა შეიძლება მოხდეს“-განაცხადა ხეჩინაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში შეტანილი ცვლილების მიხედვით, სუბსიდირებული სადაზღვევო პოლისის შეძენა მხოლოდ იმ ფერმერებს შეეძლებათ, ვისაც მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული ექნებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები