მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Agro/Food/Drink/Tech Expo 2024 29 ნოემბერი-1 დეკემბერს - რა იგეგმება გამოფენაზე?

თბილისის საგამოფენო სივრცე თიბისის მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 22-ე საერთაშორისო გამოფენისთვის ემზადება. 29 ნოემბრიდან პირველი დეკემბრის ჩათვლით ექსპო ჯორჯიაში სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამმუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 22-ე საერთაშორისო გამოფენა მე-11 პავილიონსა და მის მიმდებარე გარე სივრცეში ტარდება. წინასწარ რაც ვიცით, გამოფენაზე წარმოდგენილია სასოფლო–სამეურნეო ტექნიკა, მანქანა–დანადგარები, ტარა და შესაფუთი მასალები, სასათბურე მეურნეობის ტექნოლოგიები და აღჭურვილობა, სარწყავი სისტემები, ლაბორატორიული აღჭურვილობა, სარგავი და სათესლე მასალები, სასუქი და პესტიციდები და სხვა, წელს გამოფენაზე დიდი რაოდენობით იქნება წარმოდგენილი კვების მრეწველობის პროდუქცია. რა მიზანს ემსახურება ეს გამოფენა და როგორია გეგმები?

სტუმრები: დავით გაბედავა - თიბისის მსხვილი და საშუალო კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტში ღვინის, სოფლის მეურნეობის, საკვების და სასმლის წარმოების სექტორის უფროსი კორპორაციული ბანკირი;

მარიამ ცაიშვილი - "ექსპო ჯორჯიას" პროდუქტების განვითარების დეპარტამენტის უფროსი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები