მიმდინარე წლის 28-29 ნოემბერს, თბილისში ექსპო ჯორჯიას საგამოფენო ცენტრის მე 11 პავილიონში, გაიხსნება სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების 23-ე საერთაშორისო გამოფენა – Agro/Food/Drink/Tech/Expo 2025. ეს პლატფორმა წლებია აერთიანებს და წარმოადგენს რეგიონში უმნიშვნელოვანეს ცენტრს სოფლის მეურნეობისა და კვების ინდუსტრიის ლიდერებისთვის. მიმდინარე წელს გამოფენაში მონაწილეობას მიიღებს 50-მდე კომპანია 6 სხვადასხვა ქვეყნიდან. რაც შეეხება გამოფენის წლევანდელ თემატიკას და სიახლეებს, ის ასე გამოიყურება ანუ დამთვალიერებლებს და დაინტერესებულ მონაწილეებს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს ინდუსტრიის უახლეს მიღწევებსა და პროდუქციას, მათ შორის:
- თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა
- ინოვაციური სასათბურე მეურნეობის ტექნოლოგიები
- ეფექტური სარწყავი სისტემები
- უმაღლესი ხარისხის სარგავი და სათესლე მასალები
- უახლესი ტიპის სასუქები და პესტიციდები
- კვების მრეწველობის მრავალფეროვანი პროდუქცია
სტუმრები: ანა იაკობაშვილი - GMC Motors-აგრო ტექნიკა, კომერციული დირექტორი;
გიორგი ჯინჭარაძე - ''შვიდი მითი'', კომერციული დირექტორი
ბიძინა იმნაძე - „რაიკ ცვაანის” წარმომადგენელი რეგიონში;
დავით ქარდავა - კომპანია „ვიტამელი“, დამფუძნებელი;
კოკა გახოკიძე - „ბორნ სოფქიმია“, აგრონომი, კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი


































