მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგროჰაბი გასულ წელს აჯამებს და ახალი ფილიალის გახსნას აანონსებს

6462024e5fa1f
BM.GE
15.05.23 14:05
5176
„აგროჰაბი“ გასულ წელს აჯამებს. კომპანიამ ცენტრალური საწარმო გააფართოვა. გარდა ამისა, ქსელს დაემატა ახალი ფილიალი უნივერსიტეტის ქუჩაზე. „აგროჰაბში“ მიმდინარე წლის გეგმებზეც საუბრობენ, რომლის მიხედვითაც, 2023 წელს თბილისში კიდევ ერთი ფილიალის დამატება იგეგმება. სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე კომპანიის დირექტორი ლაშა გოცირიძე საუბრობს.

როგორი იყო გასული წელი აგროჰაბისთვის?

2022 საკმაოდ წარმატებული წელი იყო აგროჰაბისთვის, ახალი გამოწვევებით და სიახლეებით დატვირთული. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, ცენტრალიზებული წარმოება, რომელიც 3000 კვ.მ.-ზეა გაშენებული, აღჭურვილია თანამედროვე მანქანა-დანადგარებით და ლაბორატორიებით.

გარდა არსებული აგროჰაბის წარმოების პროდუქტებისა, ახალი საწარმო უკვე შესაძლებლობას გვაძლევს მომხმარებელს კულინარიის სრულიად ახალი მიმართულებები შევთავაზოთ: დავარგებული ხორცის და თევზის კულინარია, კონსერვირების, საკონდიტროს და ნახევარფაბრიკატების სრულიად განსხვავებული და ფართო ასორტიმენტი.

რამ განაპირობა ცენტრალური საწარმოს გაფართოება?

ჩვენი კომპანიის ძირითადი მიზანია, მაქსიმალურად მაღალი ხარისხის, მრავალფეროვანი ქართული პროდუქტი შევთავაზოთ მომხმარებელს. აქედან გამომდინარე, რადგანაც დაიგეგმა ქსელის გაფართოება და ფილიალების დამატება, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ვიზრუნეთ წარმოების და მეურნეობის ზრდაზე და განვითარებაზე. მომხმარებელს, რომელმაც აგერ უკვე მეშვიდე წელია გამოგვიცხადა ნდობა, ნებისმიერ ფილიალში სტუმრობისას, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა უწყვეტად მიიღოს აგროჰაბის წარმოების ყველა პროდუქტი, ხორცი, თევზი, საკონდიტრო ნაწარმი თუ სხვა პროდუქტი, რითიც გამოვირჩევით ქართულ ბაზარზე. აქედან გამომდინარე, აგროჰაბის ქსელის გაფართოება და ტრადიციული ხარისხის შენარჩუნება მთავარი პრიორიტეტია.

კიდევ რა სიახლეები ჰქონდა კომპანიას გასულ წელს?

გასულ წელს აგროჰაბის საქონლის ფერმაში დავამატეთ შოტლანდიური შავი ანგუსის ჯიშის საქონელი, რომლისგან საუკეთესო სასტეიკე ხორცი მიიღება. მისი რბილი ტექსტურა, წვნიანი ხორცი, თხლად გადანაწილებული ცხიმი, გამოარჩევს მას სხვა საქონლის ხორცისგან გემოვნური მახასიათებლებით.

ასევე სიახლე გვქონდა ქათმის ფერმაში, სადაც დაემატა სპეციალური მეკვერცხული ჯიშის ფრინველი, ვეტერინარების მიერ შედგენილი ფრინველის დაბალანსებული საკვები რაციონი განაპირობებს გამორჩეული, ჯანსაღი კვერცხის მიღებას, რომელიც თავის მხრივ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე.

კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე იყო აგროჰაბის რძის საწარმოში, იქიდან გამომდინარე, რომ ლაქტოზის აუტანლობა, როგორც ზრდასრულ ადამიანებში, ასევე ბავშვებში საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, ჩვენს რძის საწარმოში, ევროპულ ქვეყნებისთვის განკუთვნილი სპეციალური ტექნოლოგიით შეიქმნა ახალი ულაქტოზო პროდუქტები, ხაჭო, მაწონი და ყველი.

აღსანიშნავია აგროჰაბის სასათბურე მეურნეობა. 2022 წელს ახალი სათბურები გავაშენეთ, რამაც შესაძლებლობა მოგვცა კიდევ უფრო მეტი ნატურალური ბოსტნეული შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს.

ასევე მნიშვნელოვანია იმპორტის მიმართულება, რომელიც კიდევ უფრო გაიზარდა და დაემატა უფრო მეტი ბიო პროდუქტი ჩვენს ფილიალებს, რომელიც რადიკალურად განსხვავდება თავისი უნიკალური შემადგენლობით სხვა საკვები პროდუქტებისგან, აქვთ სასარგებლო ნივთიერებების მაღალი შემცველობა, Organic Bio – ეს არის ევროკავშირის რეგულაციის ერთიანი ნიშანი, რომელიც გამოიყენება მხოლოდ ორგანული საკვების შეფუთვაზე, უსასუქოდ მოყვანილი ნედლეულის აღსანიშნავად.

როგორ ახერხებს კომპანია, ამდენი წლის განმავლობაში მომხმარებლის კეთილგანწყობის შენარჩუნებას?

აგროჰაბი მთლიანად ორიენტირებულია მომხმარებლის ინტერესებზე. მომხმარებელს მუდმივად ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის სურსათს და პროდუქციას. თუმცა ჩვენს ძალიან რთულ სფეროში, სადაც მიუხედავად ხარისხის კონტროლისა, მკაცრი წესებისა და პროცედურებისა, იშვიათად მაინც ხდება ხარვეზები. ასეთ იშვიათ შემთხვევებში კი, მყისიერად ვახდენთ რეაგირებას იმისთვის, რომ მომხმარებლის ინტერესები ბოლომდე იყოს დაცული. ეს არის მთავარი ფაქტორი, რაც განსაზღვრავს მომხმარებლის დადებით დამოკიდებულებას აგროჰაბის მიმართ.

სამწუხაროდ, არის შემთხვევებიც, როდესაც ზოგიერთი ცდილობს თავისი ფარული ინტერესების გატარებას და ამიტომ ჩვენთვის ხელოვნურად, უსაფუძვლოდ რეპუტაციის შელახვას, რაც აშკარად შესამჩნევია. ჩვენთვის კი, ასეთი შემთხვევები წარმოადგენს დამატებით სტიმულს, რომ კიდევ უფრო მეტი ყურადღებით მოვეკიდოთ ჩვენს საქმეს და მომხმარებელს უზადო პროდუქცია შევთავაზოთ.

სამომავლო გეგმები?

აგროჰაბის მომხმარებელი განებივრებულია ინოვაციებით და სიახლეებით, შესაბამისად ჩვენც მუდმივად ვცდილობთ აქტიურად ვიმუშაოთ ამ მიმართულებით.

როგორც იცით, სულ ცოტა ხნის წინ, 26 აპრილს აგროჰაბს კიდევ ერთი ფილიალი შეემატა, რომელიც მდებარეობს თბილისში, უნივერსიტეტის ქ. #39-ში, უნივერსიტეტის „მაღლივი“ კორპუსის მიმდებარედ.

2023 წელს იგეგმება კიდევ ერთი ფილიალის დამატება თბილისში, სანაპიროზე. ახალი ფილიალის გახსნით, ჩვენს მომხმარებელს წვდომა გაუადვილდება აგროჰაბის წარმოების ჯანსაღ და ნატურალურ პროდუქტებზე.
(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები