მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აგროჰაბის“ მეხუთე ფილიალი თბილისში გაიხსნა

აგროჰაბი

"აგროჰაბის“ მეხუთე ფილიალი თბილისში, ზვიად გამსახურდიას სანაპიროზე გაიხსნა. გავრცელებული ინფორმაციით, ეს არის 4-სართულიანი მულტიფუნქციური სივრცე, რომლის ძირითადი კონცეფციაც მომხმარებელთა ჯანსაღი და ნატურალური პროდუქტებით მომარაგებას და მაღალი ხარისხის სერვისს გულისხმობს.

"აგროჰაბის“ გახსნის ღონისძიებაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მიიღო მონაწილეობა და სიტყვით გამოსვლისას მიესალმა ახალი ფილიალის გახსნას.

„მართლაც სასიხარულო დღეა თბილისითვის - ახალი, ძალიან საინტერესო და მინდა ვთქვა, არქიტექტურულადაც გამორჩეული, ლამაზი ობიექტი შეემატა ჩვენს ქალაქს. „აგროჰაბი“ მგონი ყველა მომხმარებლისთვის, თითოეული ჩვენგანისთვის ძალიან საყვარელი დანიშნულების ადგილია, გამორჩეული იმით, რომ ძირითადად ხელს უწყობს ადგილობრივი წარმოების წახალისებას.

აგროჰაბი“ თვითონ მნიშვნელოვან საწარმოო კომპლექსზეა დაფუძნებული და წარმატების დიდი ნაწილიც ზუსტად ამით არის განპირობებული, რომ ხარისხიანი, მაღალი დონის ქართული პროდუქცია კომპანიამ მომხმარებლამდე მაქსიმალურად ეფექტიანად და კომფორტულად მიიტანოს, რასაც დიდი წარმატებით ახერხებთ“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ფილიალები „აგროჰაბის“ წარმოების პროდუქტებით მარაგდება ცენტრალური საწარმოდან, რომელიც 2023 წელს 3000 კვ.მ ფართობზე აშენდა. აღსანიშნავია, რომ „აგროჰაბში“ ამჟამად 2000-მდე ადამიანია დასაქმებული, ახალი ფილიალის დამატებით კი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

„აგროჰაბი“ ახლო მომავალში კიდევ აპირებს საქმიანობის გაფართოებას - კომპანია წელს რამდენიმე ახალი ფილიალის გახსნას თბილისსა და ქუთაისში გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები