აგროინდუსტრიის განვითარება საქართველოში ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვან წინააღმდეგობას, წინაღობას თუ გამოწვევას აწყდება. ერთია, პროფესიონალი კადრების დეფიციტი, მეორე გლობალურად ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების კვალდაკვალ, ლოკალურად ამ ტემპისთვის ფეხის აწყობის შესაძლებლობა და მესამეა – აგროინდუსტრიის სწორი ხედვა – როგორც ეკონომიკური განვითარებისთვის არა ერთადერთი ინდუსტრიის, არამედ ერთ–ერთი ინდუსტრიის, რომელიც ასევე უნდა გადაეწყოს ევროპულ, დასავლურ, თანამედროვე რელსებზე. როგორ შევიტანოთ ცოდნა უნივერსიტეტებში და რა ტიპის ტექნოლოგიებზე შეგვიძლია დავდოთ უკვე დღეს ფსონი?
სტუმარი: ირაკლი ერაძე - Cvig Agro-ს მმართველი პარტნიორი;
#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად;