მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგროპროექტები - რამდენად მიზნობრივად იხარჯება სახელმწიფო სახსრები?

პრიორიტეტულ ბაზრებზე ქართული პროდუქციის პოპულარიზაციაზე წელს რეკორდულად მაღალი დაფინანსება გამოიყო, როგორც ჯერ კიდევ მინისტრობის კანდიდატმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში განაცხადა, ამ მიმართულებით წელს 19 მილიონი ლარია გათვალისწინებული. 243 მილიონი ლარი დაიხარჯება სამ სახელმწიფო პროგრამაზე. საუბარია “შეღავათიანი აგროკრედიტის”, “დანერგე მომავლის” და “გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების პროგრამაზე”. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში აღნიშნული პროგრამების წარმატებაზე ისაუბრა. კერძოდ, როგორც ოთარ შამუგია აცხადებს, “დანერგე მომავლის” ფარგლებში უკვე გაშენებულია 22 ათას ჰექტრამდე თანამედროვე ბაღი. სამინისტროს გათვლებით, მას შემდეგ რაც, გაშენებული ბაღები სრულ მსხმოიარობაში შევა, მიღებული მოსავლის რაოდენობა 200 ათას ტონას და ღირებულებაში 500 მილიონ ლარს გადააჭარბებს. შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამით კი 2013 წლიდან დღემდე, 46 000-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა, საფინანსო ორგანიზაციების მიერ ამ პერიოდის განმავლობაში გაცემულია 6 მილიარდ ლარზე მეტი სესხი, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან გაცემული თანადაფინანსება 900 მილიონ ლარს აღემატება. რაც შეეხება გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების პროგრამას, ოთარ შამუგიას თქმით, დღემდე დაფინანსებულია 257 საწარმო, საიდანაც 176 უკვე ექსპლუატაციაშია შესული და ამჟამად იწარმოება 250 მილიონ ლარამდე ღირებულების პროდუქცია. რამდენად მიზანმიმართულად ხარჯავს სახელმწიფო საბიუჯეტო რესურსს და რამდენად მორგებულია სახელმწიფო პროგრამები ფერმერების და ზოგადად დარგის საჭიროებებზე?

სტუმარი: ნიკო ნიკოლაძე - ფერმერი/ ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები