სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელი კომპანიების ნაწილში აცხადებენ, რომ პროდუქციის ექსპორტის ზრდის მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა წარმოების სიმცირეა. აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტიორი კომპანიების წარმომადგენლების ნაწილი აღნიშნავს, რომ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებისთვის სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული მხარდაჭერაცაა საჭირო, მათ შორის საგადასახადო ნაწილში, რაც საბოლოოდ პროდუქციის წარმადობის ზრდას შეუწყობს ხელს. აღსანიშნავია, რომ გასული კვირის ბოლოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტიორი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ექსპორტის გაფართოება და ახალ ბაზრებზე წვდომა იყო. ბიზნესის წარმომადგენლები ასევე აღნიშნავენ, რომ გამოწვევებს შორისაა ძირითად საექსპორტო ბაზრებზე რეგულაციების ხშირი ცვლილებაა. რა საკითხებზე იყო საუბარი კერძო სექტორსა და სამინისტროს შორის და რა მთავარი გამოწვევების წინაშე არიან დღეს აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტიორი კომპანიები.


































