მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგროსახლი "ქორენა" ფართოვდება - "სასტუმროში 100%-იანი დატვირთულობა გვაქვს"

6308a5665d596
მარიამ იზორია
27.08.22 10:30
1277
იმერეთში, კერძოდ, სოფელ გელათში მდებარე აგროსახლი „ქორენა“ ფართოვდება. ამ დროისთვის „ქორენაში“ 12 ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი, დაახლოებით ოქტომბრიდან კი ობიექტი ადგილზე მეორე სასტუმროს გახსნის, რომელიც დამატებით 12 ადამიანს უმასპინძლებს.

როგორც bm.ge-სთან აგროსახლის დამფუძნებელი მაია კეზევაძე ამბობს, გაფართოების გადაწყვეტილება მაღალი მოთხოვნის გამო მიიღეს.

მისივე თქმით, ახალი საოჯახო სასტუმროს მშენებლობისთვის დაახლოებით 300 000-მდე ლარი უკვე დაიხარჯა, ამ დროისთვის კი „აწარმოე საქართველოში“ პროექტი აქვთ შეტანილი და დაფინანსების მოპოვების შემთხვევაში, თანხით სასტუმროს აღჭურვა იგეგმება.

„ძალიან კარგი ზაფხულია, ძირითადად უცხოელ სტუმრებს ევროპიდან, პოლონეთიდან, ლიეტუვადან, ლატვიიდან, გერმანიიდან, ვმასპინძლობთ. 100%-იანი დატვირთვა გვაქვს, იმდენი დამსვენებელია, რომ სტუმრებს მეზობელ სასტუმროებში ვანაწილებთ. სწორედ მაღალი მოთხოვნის გამო გაფართოების გადაწყვეტილება მივიღეთ და ახლა თუ 12 ადამიანის მიღება შეგვიძლია, უახლოეს პერიოდში, ვფიქრობ, ოქტომბრიდან, ჯამში 24 სტუმრის მასპინძლობას შევძლებთ“, - აღნიშნავს მაია კეზევაძე.

ინფორმაციისთვის: „ქორენა“ დამსვენებელს ტურიზმის მიმართულებით ყველა საჭირო სერვისს, მათ შორის, აგროსახლში განთავსებას, საუზმეს, ვახშამს, კულინარიულ მასტერკლასს, ტრანსპორტით მომსახურებას, ტურებს და გიდების მომსახურებას სთავაზობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები