მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აგროსექტორი საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები;

სოფლის მეურნეობის დარგში ჩართული სუბიექტები ამბობენ, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა მცირე და საშუალო ზომის კომპანიების განვითარებას აფერხებს, პროცესი კი შესაძლოა დონორული დახმარებების შემცირების ფონზე კიდევ უფრო მეტად გართულდეს. თუ გასული წლის სტატისტიკას ჩავხედავთ, 2024 წელს საქართველოდან აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 107 ქვეყანაში განხორციელდა. აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი 2024 წელს 17%-ით გაიზარდა და 1 მილიარდ 680 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი საქართველოდან განხორციელებული ჯამური ექსპორტის 26%-ს წარმოადგენს. ძირითადი საექსპორტო ბაზრებია კი რუსეთი, ევროკავშირი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, უკრაინა და ყირგიზეთია. რის ხარჯზე იზრდება აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი, რამდენად მნიშვნელოვანია პროცესებში ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული გამოწვევების გადაჭრა და რამდენად პასუხობს სოფლის განვითარების სახელმწიფო პროგრამები იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ფერმერები დგანან?

სტუმარი: გელა ხანიშვილი - ფერმერული მეურნეობა „აგრო-1959“-ის მმართველი პარტნიორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები