მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგროსექტორში ტექნიკის მწვავე დეფიციტია, რამდენად ეფექტიანია მთავრობის თანადაფინანსების პროგრამა?

საქართველოში მოსავლის ამღები ტექნიკის, განსაკუთრებით კი თანამედროვე კომბაინების დეფიციტია. მიუხედავად იმისა, რომ მოსავლის ამღები ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სოლიდურ თანხებს ხარჯავს, ქვეყანაში არასაკმარისი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა ფერმერისთვის წლიდან-წლამდე გამოწვევად რჩება. აგროსექტორში ამბობენ, რომ თანადაფინანსების პირობებშიც ფერმერისთვის ახალი აგრეგატების შეძენა „ძვირი სიამოვნებაა“, ამიტომ მნიშვნელოვანია ფერმერებს ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის უფრო მეტი შესაძლებლობა გაუჩნდეთ. რამდენად ეფექტიანია მოსავლის ამღები ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა, რატომ ვერ სარგებლობს ფერმერების უმრავლესობა ამ შესაძლებლობით და სად ხედავს სექტორი გამოსავალს?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები