მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„აგროსექტორში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი $500 მლნ-მდე შევამცირეთ” – ლილუაშვილი

5f9d4a8d9703d
თამთა ჯიჯავაძე
02.11.20 20:42
765
აგროსექტორში უარყოფითი სავაჭრო ბალანსი $500 მლნ-მდე შევამცირეთ, – ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა ეკონომიკის საკითხებში ბექა ლილუაშვილმა გადაცემა Forbes Talks-ში გიორგი ისაკაძესთან სტუმრობისას ისაუბრა. გახარიას მრჩეველი ამბობს, რომ ეს არის პროგრესი, რასაც ხელისუფლებამ გასული წლების განმავლობაში მიაღწია.

“ფაქტობრივად ის ფული, დაახლოებით 275 მლნ ლარი, რომელიც მაგალითად აგროსესხებისა სუბსიდირების ნაწილში სახელმწიფოსგან იყო გადახდილი, და რომელსაც მოჰყვა ამ წლების განმავლობაში  დაახლოებით 2 მლრდ ლარის მოცულობის კერძო კაპიტალის ინვესტიცია, იყო იმის წინაპირობა, რომ შეიქმნა უამრავი მცირე, საშუალო, მსხვილი აგროსასურსათო საწარმოები, რომლებმაც მიაღწიეს იმას, რომ ამ მოხმარების ზრდის პირობებში, ექსპონენციალურად გაზრდილი სამომხმარებლო ბაზრის პირობებში, არა მხოლოდ შიდა მოთხოვნა დააკმაყოფილეს, არამედ $400 მლნ-ზე მეტით, $500 მლნ-მდე შევამცირეთ აგროსასურსათო პროდუქციის ნეგატიური სავაჭრო ბალანსი”, – აღნიშნა ლილუაშვილმა.

მისი განმარტებით, იქიდან გამომდინარე, რომ 2012 წლის შემდეგ საერთაშორისო ვიზიტორებისა და ტურისტების რაოდენობა გაიზარდა საქართველოში (9.2 მლნ იყო 2019 წელს), საჭირო გახდა უფრო მეტი ადამიანის გამოკვება, – „ისინი ქვეყანაში შემოდიან, სხვადასხვა საკვებ ობიექტებს, სასტუმროებს სტუმრობენ. ეს არის გამოკვების დამატებითი საჭიროება, ეს არის ასევე სასოფლო სამეურნეო პროდუქტების დამატებითი მოხმარება და ამ მოცემულობაში ჩვენ მივაღწით იმას, რომ ამ წლების განმავლობაში დაახლოებით $500 მლნ-მდე შევამცირეთ ჩვენი უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აგროსასურსათო პროდუქციის მიმართულებით“, – დასძნა მან.

პრემიერის მრჩეველმა ასევე აღნიშნა, რომ როდესაც სექტორის ეკონომიკურ ზრდაში შეტანილ წვლილზე ვსაუბრობთ, უნდა გავიხსენოთ ის, რომ დღეს აგროსექტორში ყველაზე ნაკლები საგადასახადო წნეხია.

„ჩვენ რადგანაც გვაქვს მნიშვნელოვნად დაბალი საგადასახადი წნეხი აგროსექტორში, ეს პოზიტიური შედეგები, შეიძლება პირდაპირპროპორციულად არ აისახებოდეს მშპ-ში სექტორის წვლილით“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები