მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგროსესხის პროცენტის სუბსიდირება და შემნახველი მეურნეობების თანადაფინანსება - მთავრობის ორი გადაწყვეტილება

6238400c7819d
ვიქტორია მღებრიშვილი
21.03.22 13:05
1635
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ შამუგიას განცხადებით, დღეს მთავრობის სხდომაზე არსებული რეალობიდან გამომდინარე, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდის მიზნით, მინისტრთა კაბინეტმა სოფლის მეურნეობის წარმომადგენლებისთვის 2 გადაწყვეტილება მიიღო.

პირველი - ერთწლოვანი კულტურების დაკრედიტებისას სახელმწიფოს მიერ სესხის პროცენტის 9%-ის სუბსიდირებას გულისხმობს, ხოლო მეორე გადაწყვეტილებით სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს პროდუქტის შემნახავი მეურნეობის თანადაფინანსებას სთავაზობს.

„პირველი შეღავათიან აგროკრედიტში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც ფერმერებს ერთწლოვანი კულტურების გაშენების ფარგლებში შეღავათიანი აგროკრედიტის აღების საშუალება ეძლევათ, რომლითაც ისინი საბრუნავი საშუალებებისთვის საჭირო ფულად რესურსებს დააფინანსებენ. სახელმწიფო ფერმერებს ამ სესხის 9%-ის სუბსიდირებას მოახდენს. ბანკის მიერ გაცემული საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 18%-ს ანუ სახელმწიფო პროცენტის ნახევარს დაასუბსიდირებს. ვფიქრობთ, ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყანაში ერთწლოვანი პროდუქტების წარმოებისთვის ფერმერებისთვის იაფ ფულად რესურსზე წვდომას.

გარდა ამის, მეორე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამაა.

ახალი პროგრამა ითვალისწინებს ბოსტნეული კულტურების შემნახველი მეურნეობების შექმნისთვის სახელმწიფოს ხელშეწყობას ძალიან მაღალი 80%-იანი თანადაფინანსებით. ფერმერები, რომლებიც ბოსტნეული კულტურის წარმოებას ახორციელებენ, შეუძლიათ შექმნან კოოპერატივები და თუ ისინი სახელმწიფოს მოთხოვნებს დააკმაყოფილებენ, შემნახველი მეურნეობის მოწყობისთვის სახელმწიფოსგან გრანტის სახით პროექტის ღირებულების 80%-ის თანადაფინანსებას მიიღებენ. ეს ყველაფერი მიმართულია იქით, რომ შევქმნათ შესაძლებლობა ყველა სტანდარტის დაცვით შეინახონ მათ მიერ მოყვანილი პროდუქტი და მიაწოდონ ბაზარს მათთვის ხელსაყრელ პერიოდში“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები