მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგროთანადაფინანსების ახალი მოდელი - შესაძლებლობა თუ ბარიერი ფერმერებისთვის?

აგროთანადაფინანსების ახალი მოდელი, რომელიც „ჯერ დახარჯე, მერე მიიღეს“ პრინციპზეა აგებული, ფერმერებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას გაართულებს - ამის შესახებ ფერმერებისა და სოფლის მეურნეობის სექტორის წარმომადგენელთა ნაწილი აცხადებს. "აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის" ახალ მოდელს, რომლითაც სოფლის მეურნეობის სექტორში თამაშის წესები იცვლება, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 1-ელი ივლისიდან ნერგავს. ახალი მოდელით, პროექტებს ბანკების ნაცვლად ჯერ სამინისტროში შეაფასებენ - ბენეფიციარი წარადგენს განაცხადს და ბიზნესგეგმას, სააგენტო აფასებს, პროექტის ეკონომიკურ მიზანშეწონილობას. შემდგომ მიიღება გადაწყვეტილება - პროექტი იმსახურებს თუ არა სახელმწიფო მხარდაჭერას. ამის შემდეგ კი პროცესში კომერციული ბანკი ერთვება. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, ბანკი აფასებს ფინანსურ რისკს, ხოლო სახელმწიფო, პროექტის ეკონომიკურ და სექტორულ მნიშვნელობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები