მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა - როგორ აფასებს ბიზნესი განახლებულ პირობებს?

1 ივლისიდან აგროთანადაფინანსების ახალი პროგრამა ამოქმედდა, რომლის ერთი მთავარი სიახლე თანადაფინანსების გაცემის წესია. თუ ადრე სახელმწიფო სუბსიდია სესხის მომსახურების პერიოდში პარალელურად გაიცემოდა, ახალი სისტემით ბენეფიციარმა ჯერ თავად უნდა განახორციელოს ინვესტიცია და შემდეგ მიიღებს სახელმწიფოსგან თანხას. შემცირდა თანადაფინანსების პროცენტი და ვადიანობაც. სოფლის მეურნეობის დარგის წარმომადგენლების ნაწილი აცხადებს, რომ გამკაცრებული მიდგომებიდან გამომდინარე, მცირე და საშუალო ფერმერების უმეტესობა პროგრამაში ჩართვას ვეღარ შეძლებს და მოლოდინია, რომ ახალი მოდელის ფარგლებში ბანკების მხრიდან დარგის დაფინანსებაც შემცირდება. განსხვავებული მოსაზრება აქვს დარგის წარმომადგენლების მეორე ნაწილს, რომლებიც აცხადებენ, რომ პროგრამის ახალი დიზაინი ფერმერების რეალურ საჭიროებებზეა მორგებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები