მთავრობამ აგროთანდაფინანსების ახალი მოდელი დაამტკიცა. პროგრამის ერთ-ერთი მთავარი სიახლე თანადაფინანსების გაცემის წესია. თუ ადრე სახელმწიფო სუბსიდია სესხის მომსახურების პერიოდში პარალელურად გაიცემოდა, ახალი სისტემით ბენეფიციარმა ჯერ თავად უნდა განახორციელოს ინვესტიცია. 15 მილიონიდან 4 მლნ ლარამდე მცირდება თანადაფინანსების ლიმიტი. პროცენტის თანაგადახდა 11%-დან 8%-მდე ვადიანობა კი 66-დან 36 თვემდე შემცირდა. მიზანი, მთავრობის ინფორმაციით, პირველადი სასოფლო-სამეურნეო წარმოების ზრდის ხელშეწყობა და აგროსექტორში ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების მხარდაჭერა, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შენახვისა და გადამუშავების ინფრასტრუქტურის შექმნისა და მოდერნიზაციის ხელშეწყობის გზით.


































