მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აღსრულების ეროვნულ ბიუროში მხარეთა მორიგების მაჩვენებელი 5 000 ერთეულზე მეტს შეადგენს

582c082daca8e
BM.GE
16.11.16 11:16
1245
აღსრულების ეროვნული ბიურო 2016 წლის 9 თვის მორიგების მაჩვენებლის სტატისტიკას აქვეყნებს.

2016 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, მხარეებს შორის მორიგებისა და განწილვადების მაჩვენებელმა 5 219 ერთეული შემთხვევა შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში, 207 შემთხვევაში არ განხორციელდა იძულებითი გამოსახლება, შესაბამისად, საქმე დასრულდა მორიგებით;
ამავე პერიოდში, გამოცხადებული აუქციონებიდან მორიგების შედეგად შეწყდა 319 აუქციონი და არ მოხდა ქონების რეალიზაცია;

2016 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, სახელმწიფო ბაჟის, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით ჯარიმის განწილვადება განხორციელდა 3 689 შემთხვევაში;

საანგარიშო პერიოდში, ბიუროს წარმოებაში არსებული ალიმენტის კატეგორიის საქმეებიდან დარეგულირდა 4 228 საქმე.

მხარეების მორიგების მიზნით, სააღსრულებო საქმისწარმოების პროცესში აღსრულების ეროვნული ბიუროს მხრიდან აქტიურად არიან ჩართული მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერები და სოციალური მუშაკები. მათი უმთავრესი მიზანია, საქმისწარმოების პროცესში შემთხვევის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოახდინონ მხარეთა შეხვედრებისა და მორიგების ორგანიზება, კონსულტაცია, თანამშრომლობა და შუამდგომლობა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან დახმარების მიღების მიზნით.

2016 წლის 9 თვის განმავლობაში, მხარეთა ინტერესების დაცვის სამსახურის მენეჯერებისა და სოციალური მუშაკების აქტიური ჩართულობით, მორიგებითა და ნებაყოფლობითი აღსრულებით 450 საქმე დასრულდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები