მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მუშაობის ანგარიში საერთაშორისო კონფერენციაზე წარადგინა

5cefad0c824cb
BM.GE
30.05.19 14:13
722
აღსრულების ეროვნული ბიუროს ფაქტების კონსტატაციის სერვისის შესახებ ანგარიში აღმასრულებელთა საერთაშორისო კონფერენციაზე მოისმინეს.

ბიუროს წარმომადგენლებმა სერვისის ფუნქციონირებისა და განვითარების სპეციფიკაზე ისაუბრეს.

აღმასრულებელთა საერთაშორისო კავშირის (UIHJ) მუდმივმოქმედი საბჭოს ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია გერმანიაში, ქალაქ ბერლინში ჩატარდა.
კავშირის პრეზიდენტმა, მარკ შმიტსმა ასოციაციის (UIHJ) წევრ ქვეყნებს წლის ანგარიში გააცნო და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

აღმასრულებელთა საერთაშორისო დღე წელს მეთორმეტედ აღინიშნება. პროფესიულ დღესთან დაკავშირებით ასოციაციის პრეზიდენტის მიერ სხვადასხვა სახის რეკომენდაციები გაიცა. მათ შორის, არასრულწლოვნების, როგორც პოტენციური მომხმარებლების ინფორმირების მნიშვნელობასა და შესაბამისად, მათთვის აღმასრულებლის როლის და სამუშაო პროცესების გაცნობის აუცილებლობაზე.

აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლების ბერლინში ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვდა სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ურთიერთობების გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით.

მათ შორის, ქართულ დელეგაციას აქტიური კომუნიკაცია და შეხვედრები ჰქონდა ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლებთან. შეხვედრების დროს დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავება სააღსრულებო უწყებების პრაქტიკის გაზიარების მიზნით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები