მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო კორპორაციის (IFC) კვლევის - ,,Doing Business 2019"-ის თანახმად, აღსრულების ხარისხით მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის საქართველო მე-8 ადგილზეა.
ბიზნესის კეთების რეიტინგის ერთ-ერთ შემადგენელ კომპონენტს ქვეყანაში ხელშეკრულებების აღსრულების მაჩვენებლის გამოთვლა წარმოადგენს. მსოფლიო ბანკის მიერ რეიტინგის გამოთვლის კომპონენტებს სასამართლო გადაწყვეტილებების გამჭვირვალე აღსრულება წარმოადგენს.
აღსრულების ეროვნულ ბიუროში განმარტავენ, რომ ხელშეკრულების აღსრულების გამარტივების მიმართულებით საქართველომ შემოიღო სასამართლო საქმეებზე მოსამართლეთა შემთხვევითი შერჩევის და ავტომატური დანიშვნის მექანიზმი, რაც საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებული სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. აღნიშნულმა გააუმჯობესა სასამართლო პროცესების ხარისხის ინდექსი და 18 ქულიანი შკალაზე 12.5-დან 13.0-მდე გაუმჯობესდა.