საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის გაძვირების პარალელურად, საქართველოში საწვავის ფასი იზრდება. აგვისტოს დასაწყისიდან სხვადასხვა ტიპის საწვავი 10-დან 55 თეთრამდეა გაძვირებული.
საწვავის იმპორტიორი და რეალიზატორი ზოგიერთი კომპანიის ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ფასების არქივი საწვავის ღირებულებაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს - რომელ ქსელში, რამდენით და როდის შეიცვალა საწვავის ღირებულება.
საწვავის ფასი გასამართი სადგურების ქსელებში:
Gulf-ის ქსელში საწვავი ბოლოს 8 სექტემბერს გაძვირდა. აგვისტოს დასაწყისიდან ყველა ტიპის ბენზინი და დიზელის ფასმა 20-42 თეთრით მოიმატა. შედეგად, დღეს, საწვავის ფასები Gulf-ის სადგურებზე შემდეგია:
- G-Force სუპერი - ₾4.43; ზრდა - 20 თეთრი;
- G-Force პრემიუმი - ₾3.99; ზრდა - 22 თეთრი;
- G-Force ევრო რეგულარი - ₾3.79; ზრდა - 20 თეთრი;
- ევრო რეგულარი - ₾3.79; ზრდა - 20 თეთრი;
- G-Force ევრო დიზელი - ₾4.59, ზრდა - 42 თეთრი;
- ევრო დიზელი - ₾4.49, ზრდა - 42 თეთრი;
Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში საწვავის ფასი 9 სექტემბერს დაკორექტირდა. აგვისტოს დასაწყისიდან ბენზინი 11-20 თეთრით, დიზელი კი 52-55 თეთრით გაძვირდა.
დღეს სადგურებზე საწვავის შეძენა შემდეგ ფასადაა შესაძლებელი:
- A1 სუპერი 100 - ₾4.52, ზრდა - 20 თეთრი;
- ეკო სუპერი - ₾4.42; ზრდა - 19 თეთრი;
- ეკო პრემიუმი - ₾3.99; ზრდა - 17 თეთრი;
- ეკო დიზელი - ₾4.66, ზრდა - 52 თეთრი;
- ევრო დიზელი - ₾4.63, ზრდა - 54 თეთრი;
- ევრო რეგულარი - ₾3.79; ზრდა - 11 თეთრი;
- დიზელ ენერჯი - ₾4.59, ზრდა - 55 თეთრი;
Connect-ის ქსელში საწვავის ღირებულება ბოლოს 4 სექტემბერს გაძვირდა. აგვისტოს დასაწყისიდან ბენზინი 10 თეთრით, დიზელი კი 50-55 თეთრით გაძვირდა.
დღეს, ამ ქსელში ბენზინს და დიზელს ამ ფასად შეიძენთ:
- სუპერი - ₾3.90; ზრდა - 10 თეთრი;
- პრემიუმი - ₾3.75; ზრდა - 10 თეთრი;
- რეგულარი - ₾3.60; ზრდა - 10 თეთრი;
- ევრო დიზელი - ₾3.45, ზრდა - 50 თეთრი;
- დიზელი - ₾4.30, ზრდა - 55 თეთრი;
Socar-ის გასამართი სადგურებში საწვავის ფასი 4 სექტემბერს დაკორექტირდა. შედეგად აგვისტოს შემდეგ ბენზინი 13-18 თეთრით, დიზელზე 45 თეთრით გაძვირდა. დღეს, ბენზინის და დიზელის ჩასხმა შემდეგ ფასად შეგიძლიათ:
- ნანო სუპერი - ₾4.30, ზრდა - 18 თეთრი;
- ნანო პრემიუმი - ₾3.91, ზრდა - 18 თეთრი;
- ნანო ევრო რეგულარი - ₾3.72, ზრდა - 13 თეთრი;
- ევრო 5 დიზელი - ₾4.40; ზრდა - 45 თეთრი;
- ნანო ევრო 5 დიზელი - ₾4.50; ზრდა - 45 თეთრი;
უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდირებული გასამართი სადგურების სხვა ქსელებს, მაგალითად Lukoil-ის და Rompetrol-ის შემთხვევაში, კომპანიებს ვებგვერდებზე ფასების ცვლილების არქივზე დაკვირვების შესაძლებლობას არ გვაქვს, თუმცა ივნისის დასაწყისსა და ბოლოს არსებული ფასებით, საწვავი ამ სადგურებზეც გაიაფდა.
Rompetrol-ის დღეს საწვავს შემდეგ ფასად შეიძენთ:
- Efix სუპერი - ₾4.44;
- Efix ევრო პრემიუმი - ₾3.99;
- ევრო რეგულარი - ₾3.78;
- Efix ევრო დიზელი - ₾4.59;
- ევრო დიზელი - ₾4.53;
Lukoil-ის ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში, სადაც ბენზინის და დიზელის შეძენა დღეისთვის შემდეგ ფასად შეგეძლებათ:
- Super ecto – ₾4.40;
- Premium Avangard - ₾3.98;
- Euro Regular - ₾3.78;
- Euro Diesel - ₾4.67;
ივნისის დასაწყისიდან საქართველოში მოქმედ გასამართ სადგურებზე საწვავი ივლისის დასაწყისამდე იაფდებოდა, რაც აღნიშნული პერიოდისთვის აშშ-ირანის ურთიერთობების ნორმალიზებითა და შესაბამისად, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის დასტაბილურებით იყო განპირობებული. თუმცა ივლისის მეორე ნახევარში ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის ფონზე, საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობი კვლავ ძვირდება და ქვეყანაში ე.წ. ბრენდირებულმა გასამართმა სადგურებმა ფასების კორექტირება ზრდის მიმართულებით ივლისის დასაწყისში დაიწყეს.
„ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში სექტემბერში საწვავის მოხმარების ზრდასა და კიდევ უფრო გაძვირებას პროგნოზირებენ. მათ მოლოდინს იზიარებენ ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობიმპორტიორი და გასამართი სადგურების ბრენდის მფლობელ კომპანია "ვისოლში". მისი გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა განმარტავს, რომ საწვავზე დღეს მომწოდებლებთან ახალი კონტრაქტების გაფორმება კომპანიას უფრო ძვირად უწევს, ამიტომ დღეს არსებული ფასი საბოლოო არ არის.
























