მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგვისტოში ბენზინი 3-12 თეთრით, დიზელი 25-71 თეთრით გაძვირდა | სად/რა ფასად შეიძენთ საწვავს?

საწვავის ფასი

საქართველოში საწვავის ფასი ზრდას განაგრძობს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბენზინის და დიზელის ფასი 3-71 თეთრით გაიზარდა. ამასთან, სხვადასხვა გასამართ სადგურზე ბენზინი 3-12 თეთრით გაიზარდა, ხოლო 25-71 თეთრით გაძვირდა.

საწვავის იმპორტიორი და რეალიზატორი ზოგიერთი კომპანიის ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ფასების არქივი საწვავის ღირებულებაზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს - რომელ ქსელში, რამდენით და როდის შეიცვალა საწვავის ღირებულება.

საწვავის ფასი გასამართი სადგურების ქსელებში:

Gulf-ის ქსელში აგვისტოს განმავლობაში სხვადასხვა ტიპის საწვავზე 4-ჯერ გაიზარდა. ჯამში ამ ბრენდის გასამართ სადგურებზე ფასი 9-30 თეთრით გაიზარდა.

შედეგად, დღეს, საწვავის ფასები Gulf-ის სადგურებზე შემდეგია:

  • G-Force სუპერი - ₾4.29; ზრდა - 9 თეთრი;
  • G-Force პრემიუმი - ₾3.87; ზრდა - 10 თეთრი;
  • G-Force ევრო რეგულარი - ₾3.69; ზრდა - 10 თეთრი;
  • ევრო რეგულარი - ₾3.69; ზრდა - 10 თეთრი;
  • G-Force ევრო დიზელი - ₾4.47, ზრდა - 30 თეთრი;
  • ევრო დიზელი - ₾4.37, ზრდა - 30 თეთრი;

Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში ყველა ტიპის საწვავის ფასი 5 აგვისტოს შემდეგ ექვსჯერ შეიცვალა, ბოლოს ზრდის შედეგად კი საწვავი თვის განმავლობაში 3-33 თეთრით გაძვირდა. დღეს სადგურებზე საწვავის შეძენა შემდეგ ფასადაა შესაძლებელი:

  • A1 სუპერი 100 - ₾4.35, ზრდა - 3 თეთრი;
  • ეკო სუპერი - ₾4.26; ზრდა - 3 თეთრი;
  • ეკო პრემიუმი - ₾3.85; ზრდა - 3 თეთრი;
  • ეკო დიზელი - ₾4.47, ზრდა - 33 თეთრი;
  • ევრო დიზელი - ₾4.42, ზრდა - 33 თეთრი;
  • ევრო რეგულარი - ₾3.71; ზრდა - 3 თეთრი;
  • დიზელ ენერჯი - ₾4.37, ზრდა - 33 თეთრი;

Connect-ის ქსელში აგვისტოს თვეში საწვავის ღირებულება 3-ჯერ შეიცვალა. ბოლო კორექტირება 18 აგვისტოს მოხდა. ყველაზე მეტად დიზელი გაძვირდა, ბოლო პერიოდში კი ბენზინის და დიზელის ფასები 10-35 თეთრით გაძვირდა. დღეს, ამ ქსელში ბენზინს და დიზელს ამ ფასად შეიძენთ:

  • სუპერი - ₾3.90, ზრდა - 10 თეთრი;
  • პრემიუმი - ₾3.75, ზრდა - 10 თეთრი;
  • რეგულარი - ₾3.60, ზრდა - 10 თეთრი;
  • ევრო დიზელი - ₾3.25, ზრდა - 30 თეთრი;
  • დიზელი - ₾4.10, ზრდა - 35 თეთრი;

Socar-ის გასამართი სადგურების აგვისტოში 4-ჯერ გაიზარდა. ბოლო კორექტირება 19 აგვისტოს მოხდა და სხვადასხვა ტიპის საწვავი 7-71 თეთრით გაძვირდა. დღეს, ბენზინის და დიზელის ჩასხმა შემდეგ ფასად შეგიძლიათ:

  • ნანო სუპერი - ₾4.24, ზრდა - 12 თეთრი;
  • ნანო პრემიუმი - ₾3.80, ზრდა - 7 თეთრი;
  • ნანო ევრო რეგულარი - ₾3.63, ზრდა - 4 თეთრი;
  • ევრო 5 დიზელი - ₾4.20; ზრდა - 25 თეთრი;
  • ნანო ევრო 5 დიზელი - ₾4.30; ზრდა - 71 თეთრი;

უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდირებული გასამართი სადგურების სხვა ქსელებს, მაგალითად Lukoil-ის და Rompetrol-ის შემთხვევაში, კომპანიებს ვებგვერდებზე ფასების ცვლილების არქივზე დაკვირვების შესაძლებლობას არ გვაქვს, თუმცა ივნისის დასაწყისსა და ბოლოს არსებული ფასებით, საწვავი ამ სადგურებზეც გაიაფდა.

Rompetrol-ის დღეს საწვავს შემდეგ ფასად შეიძენთ:

  • Efix სუპერი - ₾4.30;
  • Efix ევრო პრემიუმი - ₾3.88;
  • ევრო რეგულარი - ₾3.68;
  • Efix ევრო დიზელი - ₾4.46;
  • ევრო დიზელი - ₾4.39;

Lukoil-ის ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში, სადაც ბენზინის და დიზელის შეძენა დღეისთვის შემდეგ ფასად შეგეძლებათ:

  • Super ecto – ₾4.27;
  • Premium Avangard - ₾3.86;
  • Euro Regular - ₾3.70;
  • Euro Diesel - ₾4.45;


ივნისის დასაწყისიდან საქართველოში მოქმედ გასამართ სადგურებზე საწვავი ივლისის დასაწყისამდე იაფდებოდა, რაც აღნიშნული პერიოდისთვის აშშ-ირანის ურთიერთობების ნორმალიზებითა და შესაბამისად, საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის დასტაბილურებით იყო განპირობებული. თუმცა ივლისის მეორე ნახევარში ახლო აღმოსავლეთში ვითარების ესკალაციის ფონზე, საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობი კვლავ ძვირდება და ქვეყანაში .. ბრენდირებულმა გასამართმა სადგურებმა ფასების კორექტირება ზრდის მიმართულებით ივლისის დასაწყისში დაიწყეს. ივლისის ბოლოსთვის სხვადასხვა ტიპის საწვავის ფასი დაახლოებით 20 თეთრამდე იყო გაძვირებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები