გასული თვის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ვალუტა გამყარდა - თუკი 1 აგვისტოს ერთი დოლარის ღირებულება 2.7147 ლარს შეადგენდა, 1 სექტემბრისთვის კურსმა 2.6977 თეთრი შეადგინა. ევროსთან მიმართებით კი კურსმა საპირისპირო მიმართულება აჩვენა, რადგანაც 1 აგვისტოს ერთი ევრი 2.9406 ლარი ღირდა, ხოლო 1 სექტემბერს კურსი 3.004 ლარს შეადგენს.
ევროსთან მიმართებით ლარის შედარებითი გაუფასურებ სავარაუდოდ, თავად ევროს გამყარებასთან არის დაკავშირებული, რადგანაც 1 აგვისტოს ერთი ევრო 1.08 დოლარი ღირდა, ხოლო 1 სექტემბერს 1 ევრო 1.11 დოლარი ღირს, შესაბამისად, დოლართან ევროს 3-ცენტიანი გამყარება ანალოგიური მოცულობით ლარის გაცვლით კურსზეც აისახა.
ანალოგიურად, ლარი გაუფასურდა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგტანაც, 1 აგვისტოს ერთი გირვანქა სტერლინგი 3.4846 ლარი ღირდა, ხოლო 1 სექტემბერს მისი ღირებულება 3.5447 ლარს შეადგენს. ევროს მსგავსად, თავად გირვანქა სტერლინგი გამყარდა დოლართან მიმართებით, თუკი 1 აგვისტოს ერთი ფუნტი 1.27 დოლარი ღირდა, 1 სექტემბერს ერთი ფუნტი 1.31 დოლარი ღირს, შესაბამისად დოლარის 4 ცენტით გაუფასურების ტენდენცია აისახა გირვანა/ლარის ღირებულებაზეც, რომელიც ახლა 6 თეთრით მეტი ღირს, ვიდრე ერთი თვის წინ ღირდა.
თავისმხრივ ლარი გამყარდა თურქულ ლირასთან, თუკი 1 აგვისტოს ერთი ლირა 8.19 თეთრი ღირდა, ამჟამად მისი ფასი 7.90 თეთრს შეადგენს, რისი მიზეზიც ლარის გამყარებასთან ერთად, თავად ლირას გაუფასურებაა, რადგანაც 1 აგვისტოს ერთი დოლარი 33 ლირა ღირდა, ამჟამად კი მისი ფასი 34 ლირას შეადგენს.
ლარი ასევე გამყარდა რუსულ რუბლთან მიმართებითაც, თუკი 1 აგვისტოს 100 რუბლი 3.15 ლარი ღირდა, ამჟამად ერთი რუბლის ფასი 2.9555 ლარია. თავისმხრივ ეს დაკავშირებულია რუბლის ბოლოდროინდელ გაუფასურებასთან, რადგანაც ერთი თვის წინ ერთი დოლარი 85.5 რუბლი ღირდა, ამჟამად კი 91.4 რუბლი ღირს.
სავარაუდოდ არსებული გამყარების მნიშვნელოვანი ფაქტორი საქართველოში გაზრდილი ტურისტული შემოდინებააა, თუმცა, ოფიციალურად ტურიზმის სტატისტიკა თვიურ ჭრილში ცნობილი აღარ ხდება და ის მხოლოდ კვარტლის (მესამე კვარტალის) დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება, ეს კი ნიშნავს, რომ უცნობია რამდენი ვიზიტორი სტუმრობდა საქართველოს აგვისტოში და რა არის მისი წლიური ზრდა. რაც შეეხება ექსპორტს, აგვისტოს ექსპორტის სტატისტიკა ცნობილი გახდება 15 სექტემბერს, იქამდე კი უცნობია რა მოცულობის საქონელი გაიტანა საქართველომ გასული თვის განმავლობაში ექსპორტზე.