მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აგვისტოში, ჯამური უნაღდო დანახარჯები წლიურად 23%-ით, ხოლო ტრანზაქციების რაოდენობა 16%-ით გაიზარდა - TBC Capital

აა

TBC Capital-მა მომხმარებლის დანახარჯების დინამიკა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ჯამური უნაღდო დანახარჯების ზრდა დადებითია.

კერძოდ, 2025 წლის აგვისტოში, ჯამური უნაღდო დანახარჯები, თიბისი ბანკის არხებით, წლიურად 23%-ით, ხოლო უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა 16%-ით გაიზარდა.

ამავე თვეში, თიბისი ბანკის არხებით, ჯამურ უნაღდო დანახარჯებში რეზიდენტებისა და არარეზიდენტების წილებმა, შესაბამისად, 80% და 20% შეადგინა.

ამასთან, ჯამური უნაღდო დანახარჯების უდიდესი წილი სურსათს უკავია. კერძოდ, 2025 წლის აგვისტოში, თიბისი ბანკის არხებით, ჯამურ უნაღდო დანახარჯებში სურსათზე დანახარჯების წილი 27%-ს, ხოლო რესტორნებზე გაწეული ხარჯების წილი 17% გაუტოლდა.

ამავე პერიოდში, სურსათზე უნაღდო დანახარჯები წლიურად 28%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო ტრანზაქციების მოცულობამ 17 ლარი შეადგინა.

სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ინფლაცია 10%-ს გაუტოლდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები