მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგვისტოში მშენებლობა 1%-ით გაძვირდა

დევნილები მშენებლობა

2023 წლის აგვისტოში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 1%-ით გაიზარდა.

საქსტატის თანახმად, აღნიშნული ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 1.6%-იანი ზრდით, რამაც 0.6 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში.

2022 წლის თებერვალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 10.9%-ით. ინდექსის ზრდა, უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 28.1%-იანი ზრდით და სამშენებლო მასალების 6.2%-იანი გაძვირებით, რამაც, შესაბამისად, 6.45 და 3.46 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჯამური ინდექსის ცვლილებაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები