მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აგვისტოში ნავთობპროდუქტების იმპორტი შემცირდა

57ce80b3a9cc4
BM.GE
06.09.16 12:38
1428
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, აგვისტოში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 94,4 ათასი ტონა, რაც 36,6 ათასი ტონით ნაკლებია ივლისის თვის მაჩვენებელთან შედარებით. მათ შორის, ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 49,5 ათასი ტონა (კლება 5,1 ათასი ტონით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 44,9 (კლება 31,5 ათასი ტონით) ათასი ტონა.

"საწვავის კატეგორიების მიხედვით 2016 წლის აგვისტოში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 36,0 ათასი ტონა ანუ 72,7%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 12,5 ათასი ტონა ანუ 25,3%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 1,0 ათასი ტონა ანუ 2,0%.

ქვეყნების მიხედვით 2016 წლის აგვისტოს თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 33,8 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 35,8%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ბულგარეთი - 15,6 ათასი ტონა (16,5%), თურქმენეთი - 15,5 ათასი ტონა (16,4%), აზერბაიჯანი - 12,5 ათასი ტონა (13,3%), რუსეთი - 9,0 ათასი ტონა (9,5%), საბერძნეთი - 5,8 ათასი ტონა (6,2%), უკრაინა - 2,2 ათასი ტონა (2,3%).

მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 12,8 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რაც 1,1 ათასი ტონით ნაკლებია ივლისის თვის მაჩვენებელთან შედარებით.

მ/წლის აგვისტოს თვეში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,8 ათასი ტონა, რაც 0,1 ათასი ტონით აღემატება წინა თვის მაჩვენებელს.

2016 წლის აგვისტოს თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 10,7 ათასი ტონა, რაც 6,5 ათასი ტონით აღემატება წინა თვის მაჩვენებელს", - განმარტავენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები