მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგვისტოში საქართველომ 46 952 ტრაილერი გაატარა - რა შემოსავალი მიიღო ბიუჯეტმა?

ტრაილერი

8 თვეში საქართველომ ტრაილერების გატარებით 118 მლნ 349 ათასი ლარის შემოსავალი მიიღო.

სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, იანვარ-აგვისტოში საქართველოს დერეფანში 338 141 ტრანზიტულმა ტრაილერმა გაიარა. მათ შორის, მხოლოდ აგვისტოში გზის საფასური  46 952-მა სატვირთომ გადაიხადა. მათ მიერ ბიუჯეტში 16.4 მლნ ლარის შეტანა მოხდა.

აღსანიშნავია,  რომ ივლისთან  შედარებით ტრაილერების რაოდენობა გაიზარდა. 

გზათსარგებლობის საფასური თვეების მიხედვით:

  • იანვარი 12 041 350 ლარი / 34 404 სატრანზიტო ტრაილერი
  • თებერვალი - 11 970 002 ლარი / 34 200 სატრანზიტო ტრაილერი
  • მარტი - 15 549 710 ლარი / 44 428 სატრანზიტო ტრაილერი
  • აპრილი -13 834 954 ლარი / 39 528 სატრანზიტო ტრაილერი
  • მაისი - 16 861 665 ლარი / 48,176 სატრანზიტო ტრაილერი
  • ივნისი - 16 455 903 ლარი / 47,017 სატრანზიტო ტრაილერი
  • ივლისი  - 15 202 578 ლარი  / 43 436 სატრანზიტო ტრაილერი
  • აგვისტო  -  16 433 413 ლარი / 46 952 სატრანზიტო ტრაილერი

ცნობისთვის, საქართველოზე გამავალი თითოეული ტრაილერი 2022 წლის 20 ივნისამდე 200 ლარს იხდიდა, რაც 20 ივნისიდან 350 ლარამდე გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები