ივლისის მსგავსად, აგვისტოში ეკონომიკური ზრდის ტემპი ორნიშნა იყო და როგორც აღინიშნა, გასულ თვეს ეკონომიკა 12%-ით გაიზარდა, 8 თვის ჯამურმა ზრდამ კი 8%-ს მიაღწია. რაც შეეხება ეკონომიკის ზრდის ძირითად განმაპირობებელ ფაქტორებს, საქსტატის მონაცემებით, ეკონომიკაზე დადებითად აისახა ისეთი მიმართულებები როგორიცაა მაგალითად, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობა, IT სექტორთან დაკავშირებული საქმიანობის მოცულობის გაფართოება, უძრავი ქონების სექტორში ზრდა. კლების ტენდენცია კი გასულ თვეს მხოლოდ ენერგეტიკის სექტორში დაფიქსირდა.