მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აგვისტოში საქართველოს სასტუმროებში ნომრის ღირებულება გაიზარდა - სად ღირს დასვენება ყველაზე ძვირი?

ფასების ინდექსი

2025 წლის აგვისტოში საქართველოში სასტუმროების საშუალო ფასმა საოჯახო ტიპის სასტუმროებში 119 ლარი, 3-ვარსკვლავიან სასტუმროებში 179 ლარი, 4-ვარსკვლავიანში - 264 ლარი, ხოლო 5-ვარსკვლავიან სასტუმროებში - 553 ლარი შეადგინა - ამის შესახებ PMCG კვლევითი ცენტრის ანგარიშში ვკითხულობთ.

ამასთან, 2-ადგილიან ნომერში ერთი ღამით განთავსების ყველაზე მაღალი საშუალო ფასები დაფიქსირდა გურიაში - 813 ლარი, კახეთსა - 676 ლარი - და აჭარაში - 655 ლარი.

PMCG-ის თანახმად, მიმდინარე თვეში 3-, 4- და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების ფასების ინდექსი თვიურად 2.6%-ით გაიზარდა, საოჯახო ტიპის სასტუმროებში კი - 6.9%-ით;

სასტუმროების ფასის ინდექსი, 2025 წლის ივლისთან შედარებით, 3.5%-ით გაიზარდა;

რაც შეეხება წლიურ შედეგებს, 3-, 4-, და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების შემთხვევაში, ზრდა 0.2%-ია, საოჯახო ტიპის სასტუმროებისთვის კი - 5.4%;

მთლიანობაში, 2025 წლის აგვისტოში, სასტუმროს ფასების ინდექსი 1.1%-ით გაიზარდა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები