მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აგვისტოში წლიური ინფლაცია 1% იყო

საქსტატი

2024 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1% შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, მაჩვენებელმა 2024 წლის აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.9% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 0.9%-ით განისაზღვრა.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 0.5 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.17 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (1.3 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.3 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.3 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (1.2 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (0.9 პროცენტი), თევზეული (0.8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (0.1 პროცენტი).

ფასები შემცირებულია ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-2.1 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-2.1 პროცენტი); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 1.9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.07 პროცენტული პუნქტით აისახა.

ფასები შემცირებულია როგორც ფეხსაცმლის (-3.7 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (-1.3 პროცენტი) ქვეჯგუფებზე;

კავშირგაბმულობა: ჯგუფში ფასები შემცირდა 5.7 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.2 პროცენტული პუნქტით აისახა. ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი 2024 წლის აგვისტოს წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.4 პროცენტით, რაც 0.89 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე.

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.31 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (6.4 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (2.2 პროცენტი);

საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები შემცირებულია 2.6 პროცენტით, რაც წლიურ ინდექსზე -0.21 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასების კლება, ძირითადად, დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეების ქვეჯგუფზე (-5.2 პროცენტი);

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები