აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 135.6 მლნ აშშ დოლარი, (343.7 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.4 პროცენტით (13.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.8 პროცენტი იმ 17 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აგვისტოში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 17 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 93.6 პროცენტი მოდიოდა.
აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 18.9 მლნ აშშ დოლარი (48.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 19.4 მლნ აშშ დოლარისა (46.5 მლნ ლარისა) გასული წლის აგვისტოში.