თურქეთში უცხოელი ვიზიტორების ნაკადი მიმდინარე წლის აგვისტოში 38%-ით დაეცა, - წერს Financial Times. გამოცემა მთავარ მიზეზად სამხედრო გადატრიალების მცდელობას ასახელებს.
„მეამბოხეების წინააღმდეგ მკაცრი ზომების მიღებამ და ანტისახელმწიფოებრივმა ქმედებებმა ქვეყნის ტურისტულ ინდუსტრიაზე უარყოფითად იმოქმედა.
თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობისა და შემდეგ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, ქვეყანაში ტურისტების რაოდენობა მკვეთრად დაეცა“, - წერს გამოცემა.

























