აგვისტოში თბილისში სულ 2,858 ბინა გაიყიდა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვაშია აღნიშნული.
მეორად ბაზარზე გაყიდვები წლიურად 0.3%-ით შემცირდა, ხოლო პირველად ბაზარზე გაყიდვები, რაზეც გავლენას დაგვიანებული რეგისტრაციები ახდენს, 17.8%-ით. აგვისტოში გაყიდვები თვიურადაც შემცირდა, რაც აგვისტოსთვის დამახასიათებელ სეზონურ შენელებას შეესაბამება.
კვლევის თანახმად, ყველაზე მეტი, 572 ბინა დიდ დიღომში გაიყიდა, რასაც მოსდევს საბურთალო (496 ბინა) და სამგორი (363 ბინა).





























