მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

AI-გენერირებული ანგარიშის გამო, Deloitte Australia დაჯარიმდა

AI

აუდიტორულ-საკონსულტაციო კომპანია Deloitte Australia-ს ქვეყნის სასამართლომ 290,000 დოლარის მოცულობის ჯარიმის გადახდა დააკისრა. მიზეზი კომპანიის მიერ წარმოდგენილი 237-გვერდიანი ანგარიშია, რომელიც, როგორც ჩანს, ნაწილობრივ ან სრულად ხელოვნური ინტელექტის მიერ იყო გენერირებული.

მოსამართლის შეფასებით, მართალია, ანგარიში AI-ის მიერ იყო შექმნილი, თუმცა ეს არ ყოფილა კომპანიის დაჯარიმების მიზეზი, მთავარი პრობლემა ის იყო, რომ სახელმწიფო დასაქმების დეპარტამენტისთვის წარდგენილ დოკუმენტში გამოგონილი წყაროები, მცდარი ფაქტები, ფალსიფიცირებული ციტატები და არარსებული წიგნები იყო მითითებული.

როგორც Deloitte Australia განმარტავს, კომპანია ადასტურებს, რომ ანგარიშში ნამდვილად იყო დაშვებული რამდენიმე შეცდომა, რაც შეიძლება ხელოვნური ინტელექტის „ჰალუცინაციასთან“ ყოფილიყო დაკავშირებული, ამიტომ ის მზად არის, ჯარიმა გადაიხადოს და ახალი ანგარიში მოამზადოს.

როგორც გამოძიებით ირკვევა, ანგარიშის პირველ ვერსიაში 20-მდე ფაქტობრივი შეცდომა ფიქსირდებოდა, მათ შორის ერთ-ერთი იყო წყაროდ მითითებული წიგნი, რომელიც არ არსებობს. ასევე, ანგარიშში მოცემული იყო AI-ის მიერ გენერირებული ციტატები, რომლებიც ხსენებულ პირებს არასოდეს უთქვამთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები