მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

AI-ის გამოყენება საბანკო სექტორში მომსახურებას უფრო სწრაფს და ხარისხიანს გახდის - არჩილ გაჩეჩილაძე

სტატიაში საუბარია:

“AI-ის გამოყენება საბანკო სექტორში მომსახურებას კიდევ უფრო სწრაფს და ხარისხიანს გახდის “- ამის შესახებ საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა თბილისის ფინანსურ სამიტზე მედიასთან განაცხადა. მისი შეფასებით, მსოფლიოში ფინანსური სექტორი ტექნოლოგიურად ყველაზე სწრაფად განვითარებადი დარგია, სადაც საქართველოს გამორჩეული ადგილი უკავია. ამ კონტექსტში არჩილ გაჩეჩილაძემ ხაზი გაუსვა ხელოვნური ინტელექტის (AI) მნიშვნელობასა და პერსპექტივას და განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში მომხმარებლებისთვის საბანკო მომსახურების გაწევა კიდევ უფრო სწრაფი გახდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები