ფარმაცევტულმა გიგანტმა Eli Lilly-მ კომპანია Superluminal Medicines-თან $1.3 მილიარდის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა, რომლის მიზანია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით სიმსუქნისა და სხვა კარდიომეტაბოლური დაავადებების სამკურნალოდ მცირე მოლეკულური პრეპარატების აღმოჩენა და შემუშავება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ კომპანია Eli Lilly ამჟამად დომინირემს სიმსუქნის წინააღმდეგ სამკურნალო ბაზარზე, რომლის ღირებულება მომავალი ათწლეულებისთვის არსებული პროგნოზებით 150 მილიარდ დოლარს მიაღწევს. შესაბამისად, კომპანია სფეროში პოზიციების გამყარებას, ახალ შესყიდვებსა და პარტნიორობებს ცდილობს.
რაც შეეხება თავად გარიგებას, შეთანხმება Eli Lilly-ს ექსკლუზიურ უფლებას ანიჭებს, რომ შეიმუშაოს და კომერციალიზაცია გაუკეთოს Superluminal-ის საკუთრებაში არსებულ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმის გამოყენებით აღმოჩენილ წამლის კანდიდატებს, რომლებიც მიზნად ისახავს G-ცილასთან შეწყვილებული რეცეპტორების (GPCR) სამიზნეს : "ცილების კლასს, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ფიზიოლოგიურ პროცესებზე, მათ შორის მეტაბოლიზმზე, უჯრედების ზრდასა და იმუნურ რეაქციებზე", - განაცხადა კომპანიამ.
მათივე თქმით, გარიგების ფარგლებში, Superluminal-ს უფლება აქვს მიიღოს წინასწარი და საბოლოო გადახდები, სააქციო კაპიტალში ინვესტიცია, ასევე წმინდა გაყიდვებიდან ეტაპობრივი ჰონორარები.




























