მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“AI-ის ხელმძღვანელი ავიყვანეთ… ერთ-ერთი უძლიერესი ადამიანია ამ მიმართულებით” - ნიკა ქურდიანი Space International-ზე

ნიკა ქურდიანი

"თიბისი" ერთ-ერთი წამყვანი ქართული ტექნოლოგიური კომპანიაა, რომელიც აქტიურად იყენებს ინოვაციებს, მათ შორის ხელოვნურ ინტელექტს. როგორც “თიბისი უზბეკეთის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა ქურდიანმა BMG Talks-ში განაცხადა, ხელოვნური ინტელექტის განვითარება ჯგუფისთვის პრიორიტეტული მიმართულებაა, რის გამოც, Space International-ში “AI-ის ხელმძღვანელის” თანამდებობა შეიქმნა. ვაკანტური პოსტი უკვე შევსებულია - Space International-ში ამ მიმართულებით ერთ-ერთი უძლიერესი ადამიანი დასაქმდა.

“ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის გამოყენების სტრატეგიული მასშტაბი ძალიან დიდია, რის გამოც ცალკე მდგომი პოზიცია შევქმენით - “AI-ის ხელმძღვანელი”. ამ ადამიანის ვინაობას, ჯერჯერობით, არ დავასახელებ, მაგრამ, ჩემი აზრით, ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პროფესიონალია ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, რომელსაც ისეთი ინსტრუმენტები შეუქმნია, რომლებსაც Amazon-ი, Apple-ი და Google-ი იყენებენ.

ეს ადამიანი ჩვენი გუნდის წევრი გახდა. კომპანიაში ის ხელოვნური ინტელექტის მიმართულებას შექმნის და ყველანაირ ინსტრუმენტს განავითარებს, რომლის განვითარებაც შეიძლება, რადგან ვფიქრობთ, რომ შემდეგი ბანკი - ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული, ე.წ. “AI-Driven” ბანკი იქნება. მობილური ტელეფონი, შესაძლოა, ურთიერთობის მედიუმად დარჩეს, მაგრამ შიგნით, აპლიკაციის ნაცვლად, რაღაც სხვა იქნება, მაგრამ რა იქნება ეს “სხვა” - ცნობისმოყვარეობა და ინოვაციურობა გვანახვებს. შინაარსობრივად, ვფიქრობ, ამ მიმართულებით დიდი პერსპექტივაა”, - განაცხადა ნიკა ქურდიანმა BMG Talks-ში.

ინტერვიუერის კითხვაზე, თუ როგორია ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ბანკი, ნიკა ქურდიანი ამბობს, რომ მომსახურების სფეროში, ადამიანს - რობოტი ჩაანაცვლებს.

“ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ბანკი არის ადამიანში დაბრუნებული რობოტიზებული გამოცდილება, რომლის დროსაც ადამიანს სხვადასხვა ფორმით ესაუბრები, მათ შორის ჩატით, ხმით, ვიზუალურად და ინფორმაციის გაცვლით, ოღონდ ეს ადამიანი არის რობოტი, რომელიც შენზე სწავლობს, თუ როგორ გემსახუროს უკეთესად.

ვფიქრობ, რომ მომავალი - მომსახურების სფეროა. თუ მობილურმა ბანკმა ე.წ. “DIY-ინდუსტრიაში” გაგვიყვანა, რომელიც დღეს ფუნქციონირებს, ვფიქრობ, რომ ხელოვნური ინტელექტი ურთიერთობების მენეჯმენტის კონცეფციას დააბრუნებს, ოღონდ AI-ის გამოყენებით”, - განაცხადა “თიბისი უზბეკეთის” გენერალურმა დირექტორმა, ნიკა ქურდიანმა BMG Talks-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები