მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

AI-ით გამოწვეულ უმუშევრობასთან საბრძოლველად, ილონ მასკი საყოველთაო შემოსავლის იდეით გამოდის

მასკი

ილონ მასკი ახალი ინიციატივის შესახებ საუბრობს, რომელსაც თავად „საყოველთაო მაღალ შემოსავალს“ უწოდებს, რაც უნივერსალური შემოსავლის ანალოგია.

მისი განმარტებით, ფედერალური ბიუჯეტიდან გაცემული ჩეკები, რომელთა მოცულობაც ტრადიციულ საყოველთაო საბაზისო შემოსავალზე გაცილებით მაღალი იქნება, მოსახლეობას რობოტიზაციითა და AI-ით გამოწვეული უმუშევრობისგან დაიცავს.

პლანეტის უმდიდრესი ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ავტომატიზაცია საქონლისა და მომსახურების წარმოებას იმაზე მეტად გაზრდის, ვიდრე ფულის მასის ზრდაა მოსალოდნელი, რაც ინფლაციურ რისკებს გამორიცხავს.

ილონ მასკს პოლიტიკის კონკრეტული ფისკალური მოდელი, ბენეფიციართა შერჩევის წესები ან გადახდების ზუსტი მასშტაბი არ წარუდგენია, თუმცა მისი ხედვა სამ ტექნიკურ დაშვებას ეფუძნება. პირველი დაშვებით, ხელოვნური ინტელექტიდან მიღებული პროდუქტიულობა უწყვეტი და ფართოდ გავრცელებული იქნება. მეორე მხრივ, წარმოების ზრდამ ფულადი მასის ექსპანსიას უნდა გადაუსწროს, რათა ინფლაცია თავიდან იყოს აცილებული. მესამე დაშვება კი გულისხმობს, რომ პირდაპირი ფულადი დახმარება დაკარგული სამუშაო ადგილების ნეგატიურ ეკონომიკურ ეფექტს შეამცირებს.

შეგახსენებთ, რომ ილონ მასკი ხელოვნური ინტელექტის რისკების შესახებ ადრეც საუბრობდა და შემოსავლების მხარდაჭერის სხვადასხვა ინიციატივებზე საუბრობდა. „საყოველთაო მაღალი შემოსავლის“ კონცეფცია სწორედ ამ ხედვის ევოლუციას წარმოადგენს.

ამ იდეის საპასუხოდ, საზოგადოების ნაწილი ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი კომპანიებისა და რობოტების დაბეგვრის ინიციატივით გამოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები