საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) და Mastercard-თან თანამშრომლობით გოგოებისთვის AI სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს. AI სტიპენდია გოგოებისთვის მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, მოიპოვონ 100%-იანი დაფინანსება 10 პარტნიორ აკადემიაში და დაეუფლონ ხელოვნურ ინტელექტს. პროგრამაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს და 25 ნოემბერს დასრულდება.
სტუმრები: ნინო გელდიაშვილი - საქართველოს ბანკის პროფესიული განათლების პროექტის ხელმძღვანელი;
ქეთი შუბაშვილი - გაეროს ქალთა ორგანიზაცია, პროგრამის ანალიტიკოსი






























