მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აიათოლა ალი ხამენეი მკვდარია - ვინ იყო ირანის უმაღლესი ლიდერი?

აიათოლა ალი ხამენეი

ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი, 86 წლის ალი ხამენეი ისრაელის სამხედრო ოპერაციის ფარგლებში განხორციელებულ იერიშს ემსხვერპლა. ისრაელის ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა მისი ლიკვიდაციის და ცხედრის პოვნის ფაქტი დაადასტურეს. ჯერ კიდევ რამდენიმე საათით ადრე, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ამბობდა, "არსებობს ბევრი ნიშანი იმისა, რომ დიქტატორი აღარ არის".

ჯანმრთელობის მძიმე პრობლემების მქონე ირანის ლიდერი ბოლო თვეების განმავლობაში თეირანში, მიწისქვეშა ბუნკერში ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. მისი ადგილსამყოფლის სრული განადგურების დამადასტურებელი სატელიტური სურათები ჯერ კიდევ დღეს დილით გავრცელდა.

რაც შეეხება თავად გარდაცვლილ ლიდერს, ის ქალაქ მაშჰადში დაიბადა, ყუმის რელიგიურ ცენტრში სწავლობდა და მოგვიანებით ისლამური რევოლუციის ლიდერთან, რუჰოლა ხომეინისთან დაახლოებული პირი გახდა. ახალგაზრდობაში ის ანტიკოლონიალისტური იდეოლოგიით იყო შთაგონებული და რადიკალი მოაზროვნეების ნაშრომებს თარგმნიდა, რა დროსაც თეოლოგიაზე მეტად პოლიტიკურ აქტივობებში იყო ჩართული. მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში, შაჰის რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული აქტივობების გამო ის არაერთხელ დააპატიმრეს, თუმცა 1979 წლის რევოლუციის შემდეგ თავდაცვის მინისტრის მოადგილე და რევოლუციური საბჭოს წევრი გახდა.

1981 წელს, ოპოზიციური დაჯგუფების მიერ მოწყობილი ტერაქტისას ხამენეიმ მარჯვენა ხელში მგრძნობელობა დაკარგა, თუმცა ამაზე საპასუხოდ მან მაშინ თქვა - "მე არ მჭირდება ხელი. საკმარისია, თუ ჩემი ტვინი და ენა მუშაობს”. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ 1981 და 1985 წლებში ხამენეი ირანის პრეზიდენტად ორჯერ აირჩიეს, რა დროსაც ის დასავლეთისგან იზოლაციისა და ისრაელის განადგურების იდეოლოგიას ატარებდა, პარალელურად კი სხვადასხვა ტერორისტულ დაჯგუფებას აფინანსებდა.

1989 წელს, ხომეინის გარდაცვალების შემდეგ, ის ქვეყნის უზენაეს ლიდერად დაინიშნა. არსებული ინფორმაციით, მის მმართველობას შიდა პოლიტიკური დაპირისპირებები ახლდა თან, მათ შორის რეფორმატორ პრეზიდენტ მოჰამად ხათამისთან. შემდგომ წლებში ხამენეიმ მხარი მაჰმუდ აჰმადინეჟადს დაუჭირა და არჩევნების გაყალბების ეჭვით დაწყებული საპროტესტო აქციების სასტიკ ჩახშობას უშუალოდ ხელმძღვანელობდა.

წლების განმავლობაში ხამენეიმ ძალაუფლების სრული კონსოლიდაცია მოახდინა და რეგიონული "წინააღმდეგობის ღერძი" ჩამოაყალიბა. ისრაელთან მიმდინარე ესკალაციის ფარგლებში, უზენაესი ლიდერი სტრატეგიის შეცვლას და შეკავების პოლიტიკის გაძლიერებას ცდილობდა. თუმცა, აღნიშნული მიდგომა წარუმატებელი აღმოჩნდა, რასაც საბოლოო ჯამში მისი უახლოესი მაღალჩინოსნების სერიული ლიკვიდაცია და, საბოლოოდ, მისი მკვლელობაც მოჰყვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები