"აიცერი და მოიგემ", რომლის გათამაშებაც სექტემბერში დაიწყო, ამ დრომდე მოგების სახით უკვე 2,040,000 ლარი გასცა. ლატარიის ვებგვერდის თანახმად, გათამაშებას 12,987 გამარჯვებული ჰყავს.
ლატარია ყოველდღიურად ათამაშებს 10 ერთეულ 500 ლარს, ასევე 150 ერთეულ 100 ლარს, ხოლო კვირაში ერთხელ კი თამაშდება 9 ერთეული 1000 ლარი; 4 ერთეული 1500 ლარი; 3 ერთეული 5000 ლარი და ერთი 10,000 ლარი. საახალწლოდ კი ერთი გამარჯვებული 100,000 ლარს მიიღებს.
ყოველდღიურ ლატარიაში ავტომატურად მონაწილეობს ყველა, ვინც დღემდე ერთი დოზით მაინც არის ვაქცინირებული, რაც 1.175 მილიონ ადამიანს შეადგენს.
ვაქცინის დაჯავშნა შესაძლებელია ვებგვერდზე booking.moh.gov.ge, ასევე ვაქცინების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებვერდზე vaccines.ncdc.ge.
ბოლო 24 საათში საქართველოში 11,099 აცრა ჩატარდა.
ასაკით პენსიონერები ვაქცინაციის შემდეგ 200 ლარის ფინანსურ დახმარებას იღებენ.