„დღეისათვის მთავარია, რომ ცალკეული ფაქტები რაც არის დროულად აღმოიფხვრას და არ გადაიზარდოს მასიურ ჩვევაში. რა თქმა უნდა ინვესტორები ამას ამბობენ და ჩვენც გვეშინია, რომ თუ სიტუაცია გართულდა წლები დაგვჭირდება რომ ეს შემოვატრიალოთ. ჩვენ ბიზნეს ინფორმაციაზე გვაქვს წვდომა და ბევრ დარგში ვხედავთ მსგავს მოძრაობებს რაც რა თქმა უნდა არასასურველია. უნდა გამკაცრდეს და გამჭვირვალე გახდეს არამარტო ტენდერები, რომელიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სისუსტე, ასევე სასამართლოც, რომ ბიზნესს შეეძლოს სასამართლოში სიმართლის პოვნა, პროკურატურა უფრო კონკურენტუნარიანი უნდა გახდეს და ეს არის ძირითადი საფუძველი რასაც სახელმწიფო ეყრდნობა იმისათვის, რომ დაუსჯელობის სინდრომი არ იყოს ქვეყანაში“ - განაცხადა აიეტ კუკავამ.