მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

აიღებს თუ არა ბათუმი "ტურიზმის ოსკარს" დღეს გახდება ცნობილი

5cfb4bb1dc90b
ელენე გოგბერაშვილი
08.06.19 10:10
1567

დღეს პორტუგალიაში, მადეირაზე გაირკვევა მიიღებს თუ არა ბათუმი ევროპის სწრაფად მზარდი ტურისტული მიმართულების ტიტულს.

მსოფლიო ტურიზმის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე ბათუმის კონკურენტებია სოფია , მატერა, ბაქო, ლუბლიანა, კუტნა ჰორა, მოსტარ  და დერი.

დაჯილდოების ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და მთავრობის სხვა წევრები დაესწრებიან. 

,,World Travel Awards” დაჯილდოება 1993 წლიდან სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის ყველა სექტორში საუკეთესო მიმართულებებისა და კომპანიების გამოვლენისა და დაჯილდოების მიზნით იმართება.

ჯილდოებაზე ასობით ნომინაცია და ათასობით ნომინანტი კონტინენტებისა და ქვეყნების მიხედვით სხვადასხვა კატეგორიებშია გადანაწილებული. მათ შორისაა წამყვანი სასტუმროები, ტურისტული სააგენტოები, ტურისტული ატრაქციები, მიმართულებები, ტუროპერატორები, ასევე საზღვაო, საგზაო, საჰაერო ტრანსპორტის კომპანიები.

 „World Travel Awards“-ის დაჯილდოების ცერემონია პორტუგალიაში, კუნძულ მადეირაზე საქართველოს დროით 23:00 საათზე დაიწყება. 

აჭარის მთავრობის მეთაურს მოლოდინი აქვს, რომ ბათუმი შეძლებს და "ტურიზმის ოსკარად" წოდებულ ტიტულს მიიღებს და ბათუმი ყველაზე სწრაფად მზარდი ტურისტული ქალაქი გახდება.

„აჭარის ეკონომიკაში წამყვანი არის ტურიზმი და ბუნებრივია, ამ მიმართულებით გვაქვს, პირდაპირ ვიტყვი, რეკორდული მაჩვენებლები. 3 მლრდ 200 მლნ დოლარი შეადგინა ტურიზმიდან შემოსავლებმა მხოლოდ გასულ წელს. ბოლო 5 თვის განმავლობაში ტურიზმიდან შემოსავლები მილიარდ დოლარს აჭარბებს.

ჩვენ ასევე გვაქვს მოლოდინი, რომ წელს ავიღებთ ტურიზმის “ოსკარად” წოდებულ ნომინაციას და ბათუმი გახდება ევროპაში ყველაზე მზარდი ტურისტული ქალაქი“-განაცახდა ცოტა ხნის წინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები