მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აიღე ბიზნეს სესხი MBC-ში (რ)

აიღე ბიზნეს სესხი MBC-ში
04.09.24 09:24
263

ბიზნეს სესხი არის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც საშუალებას გაძლევს დაიწყო ან განავითარო შენი ბიზნესი - შეიძინო ბიზნესისთვის საჭირო ინვენტარი, დაიქირაო პერსონალი ან დაფარო სხვადასხვა საოპერაციო ხარჯი. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ბიზნეს სესხი არის ფულადი კაპიტალი, რომელიც შეიძლება შენი იდეების განსახორციელებლად გამოიყენო.

ბიზნესების ხელშეწყობა და განვითარება საფინანსო ინსტიტუტებისთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია. შესაბამისად, ბიზნეს სესხებს გასცემენ ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ზოგიერთი ორგანიზაცია, მაგალითად, MBC დამწყებ ბიზნესმენებს ფინანსურ რჩევებით და უფასო ბიზნეს კონსულტაციებით უსასყიდლოდ ეხმარება.

რა უპირატესობა აქვს MBC-ის ბიზნეს სესხს:

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია MBC ორი ტიპის ბიზნეს სესხს გთავაზობს:

  1. უზრუნველყოფილი ბიზნეს სესხი (2,000-დან 100,000 ლარამდე მოცულობით): იმისთვის, რომ თანხის კონკრეტული რაოდენობა მიიღო, დაგჭირდება უძრავი ან მოძრავი ქონება.
  2. უგირავნო ბიზნეს სესხი (500-დან 20,000 ლარამდე მოცულობით): დაფინანსებას მიიღებ გირაოს და უზრუნველყოფის გარეშე.

ნებისმიერი ტიპის სესხი ემბისიში, მაქსიმუმ, 120 თვის ვადით გაიცემა.

რატომ ჯობია ბიზნეს სესხის აღება MBC-ში?

  • MBC განიხილავს განაცხადს ნებისმიერი საკრედიტო ისტორიის შემთხვევაში
  • სესხი გაიცემა როგორც იურიდიულ პირებზე, ინდივიდუალურ მეწარმეებზე და თვითდასაქმებულ პირებზე
  • გადახდის გრაფიკი მორგებული იქნება შენს შემოსავლებზე

რა გჭირდება MBC-ის ბიზნეს სესხის ასაღებად?

MBC-ში ზრუნავს მომხმარებლის დროისა და ენერგიის დაზოგვაზე და სესხის გასაცემად ითხოვს მინიმალურ დოკუმენტაციას:

  1. აუცილებელია გქონდეს ID ბარათი ან პასპორტი
  2. გქონდეს ბიზნესი ან იყო თვითდასაქმებული.
  3. უზრუნველყოფილი სესხის შემთხვევაში, აუცილებლად უნდა გქონდეს შესაბამისი გარანტია.

აუცილებელია, რომ სესხის აღებას პასუხისმგებლობით მიუდგე და დეტალურად გაეცნო ხელშეკრულების პირობებს. სესხის აღებამდე, ზუსტად უნდა გესმოდეს რას ნიშნავს ბიზნეს სესხი და სწორად განსაზღვრო როგორც შენი საჭიროებები, ისე რისკებიც.

შეაფასე შენი საჭიროებები და შეავსე ბიზნეს სესხის მისაღებად განაცხადი ახლავე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები