მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აიკრძალება დაბალი სტანდარტების მანქანების იმპორტი"

5b4612a818ae8
ელენე გოგბერაშვილი
11.07.18 18:19
2492

„აიკრძალება დაბალი სტანდარტების მანქანების იმპორტი და გამკაცრდება მოთხოვნები ტექნიკურ დათვალიერებაზე", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ეკოლოგია ქვეყნისთვის ერთ-ერთი მძიმე გამოწვევაა, შესაბამისად მათ დაამუშავეს მნიშვნელოვანი ინიციატივები, რომელიც მოკლე ვადაში ამ მიმართულებით შედეგებზე იქნება გათვლილი.

„მიმართულებები, რომელზეც გავაკეთებთ აქცენტს, ესენია: საწვავის ხარისხის გაზრდა, ამასთან ერთად აიკრძალება საქართველოში დაბალი სტანდარტების მანქანების იმპორტი, და გამკაცრდება მოთხოვნები ტექნიკურ დათვალიერებაზე. ამასთან შევა მასშტაბური ცვლილებები სამშენებლო სამუშაოების წარმოებისა და საქალაქო ტრანსპორტის სტანდარტის გაუმჯობესების კუთხით.

ეტაპობრივად, სრულად მოხდება ე.წ ყვითელი ავტობუსები ჩანაცვლება. ვმუშაობთ თბილისის მერიასთან ერთბლივ სტარტეგიაზე და ივლისის ბოლომდე გავაკეთებთ მასშტაბური სტრატეგიის პრეზენტაციას“-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები