მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აიკრძალება თუ არა სახლის პირობებში ცხოველთა გამრავლება? - სააგენტოს პასუხი

63d788e485771
თათია ჩაფიჩაძე
31.01.23 00:05
3693
თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელის გიორგი კობიაშვილის თქმით, სააგენტო მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის შემცირების მიზნით საკანონდებლო პაკეტზე მუშაობს. ცვლილებების მიხედვით, იგეგმება სახლის პირობებში ცხოველების უკონტროლო გამრავლების აკრძალვა, ასევე ცხოველის მიტოვების შემთხვევაში მეპატრონისათვის დაწესებული 8 ლარიანი ჯარიმის ზრდა.

როგორც „საქმიანი დილის“ ეთერში კობიაშვილმა განაცხადა, უნდა შეიქმნას მიუსაფარი და პატრონიანი ცხოველების სარეგისტრაციო ბაზა, სადაც ცხოველზე ყველა საჭირო ინფორმაცია იქნება წარმოდგენილი.

„ყოველდღიურად თავშესაფარში შემოგვყავს უამრავი დაკარგული ცხოველი საყელურით რომლებსაც არ აკითხავენ პატრონები. ვმუშაობთ პარლამენტთან, რომ გაიზარდოს ჯარიმის მოცულობა, ჯარიმა დღეს 8 ლარია და იმდენი უნდა იყოს, რომ მეპატრონეებმა პასუხისმგებლობა იგრძნონ. უმეთვალყურეოდ ხდება ცხოველის დატოვება ქუჩაში რაც მიუსაფარი ცხოველების გამრავლების ერთ-ერთი ძირითადი წყაროა, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ვიმუშაოთ მოქალაქეებთან საინფორმაციო კუთხითაც. აუცილებელია აწარმოონ რეგისტრაცია, სადაც ჩაიწერება ცხოველის ვეტერინალური ისტორია, სად არის აცრილი, რომელი პრეპარატით და ა.შ. რაც გაგვიმარტივებს საქმიანობას და მალე მოვახდენთ დადებით შედეგს.

ასევე აუცილებელია პასუხისმგებლობა იგრძნონ ბიზნეს სუბიექტებმა, რომლებიც უმეთვალყურეოდ, უკონტროლოდ ამრავლებენ ცხოველებს და შემდეგ არასასურველი მეტისების გაჩენის შემთხვევაში არაჰუმანურად ტოვებენ ლეკვებს როგორც ქალაქში, ისე ავტობანებზე. ესეც იმის შედეგია, რომ არაკონტროლირებადია სფერო და გარკვეულ ჩარჩოებში აუცილებლად უნდა მოექცეს. მათ უნდა ჰქონდეთ აღებული ლიცენზია, უნდა იყვნენ რეგისტრირებულები და მათ პასუხისგებლობა უნდა აიღონ ცხოველის სიცოცხლეზე. ამ მიმართულებითაც მიმდინარეობს პარლამენტში მუშაობა.

ზუსტ თარიღებს ვერ გეტყვით, თუმცა შეხვედრები დაწყებულია და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ წელს მიღებული იქნება ეს კანონი. კანონი მოიცავს ყველა მუნიციპალიტეტს, მნიშვნელოვანია რომ ყველა ჩაერთოს მართვაში ჰუმანური მეთოდით,“ - განაცხადა კობიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები