მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აინტერესებს თუ არა ბიზნესს ღვინის მარკეტინგული თანადაფინანსების პროგრამა?

BM.GE
27.07.23 10:55
98
ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაზე განცხადებების მიღება დაიწყო. პროგრამის ფარგლებში, მეწარმეებს სახელმწიფოსგან 600 ათასი ლარის თანადაფინანსების მიღების შესაძლებლობა აქვთ. 

ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს შემდეგი მიზნობრიობებით გაწეული მარკეტინგული აქტივობების თანადაფინანსებას: ქსელური ტიპის ობიექტებში მარკეტინგული ღონისძიებები; 

ღვინის მაღაზიებში თაროების ბრენდირება, სავაჭრო ობიექტების კატალოგში განთავსება, ღვინის მაღაზიებში პროდუქციის სწორი პოზიციონირებისათვის საერთაშორისო კომპანიების დაქირავება და სხვა.

როგორც ღვინის ეროვნულ სააგენტოში BMG-ის უთხრეს, პროგრამას ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ბენეფიციარი ჰყავს, რომელიც გასულ წელს გამოვლინდა. ამას გარდა, სააგენტოში აცხადებენ, რომ ბიზნესის წარმომადგენლებთან კონსულტაციის შედეგად პროგრამაში ისეთი ტექნიკური ცვლილებები განხორციელდა, როგორიც არის მაგალითად დოკუმენტების მიღების პროცესის გახანგრძლივება და სხვა.

მთავრობამ „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ 2021 წლის სექტემბერში დაამტკიცა. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ფარგლებში არ დაიანგარიშება საქართველოსა და დსთ-ს ქვეყნებში გაყიდული ღვინო და მარკეტინგული ხარჯები.

ინტერესდება თუ არა ბიზნესი შეთავაზებით?

სტუმარი: ნუცა აბრამიშვილი - “შუხმან ჯგუფი” აღმასრულებელი დირექტორი;




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები