Air Arabia Abu Dhabi აბუ-დაბი-თბილისის მიმართულებით ფრენებს განაახლებს
BM.GE
31.03.22 23:24
• 342
16 ივნისიდან, არაბთა გაერთიანებული საემიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Arabia Abu Dhabi აბუ-დაბი-თბილისის მიმართულებით ფრენებს კვირაში სამი სიხშირით განაახლებს. ავიაკომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება 2021 წლის ივლისში დაიწყო. Air Arabia Abu Dhabi არაბთა გაერთიანებული საემიროების ორი მსხვილი ავიაკომპანიის Air Arabia-სა და Etihad Airways-ის მიერ დაფუძნებული კომპანიაა. ავიაკომპანია ტრანზიტულ მგზავრებს შესაძლებლობას აძლევს იფრინონ აბუ-დაბიდან ნებისმიერი მიმართულებით Etihad Airways-ის საშუალებით.