მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Air Arabia-ს ავიაკომპანიის შექმნა სურდა, თუმცა საქართველოს მთავრობასთან ხედვაზე ვერ შეთანხმდა - GASA

Air Arabia

არაბთა გაერთიანებული საამიროების ბიუჯეტური ავიაკომპანია Air Arabia საქართველოს მთავრობასთან ერთობლივი ავიაკომპანიის შექმნაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა. ამის შესახებ GASA-ს დირექტორი და დამფუძნებელი გიორგი შენგელია BMGTV-ის ეთერში საუბრობს. ცნობისთვის, კომპანია GASA საქართველოში სხვადასხვა ავიაკომპანიას მათ შორის, Air Arabia-ს წარმოადგენს.

როგორც შენგელია ამბობს, მოლაპარაკებები 2017-2018 წლებში მიმდინარეობდა და ამ პროცესში ჩართულიყო იყო ეკონომიკის სამინისტრო, საპარტნიორო ფონდი და აეროპორტების გაერთიანება.

“განსხვავებული მმართველობა გვყავს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში, ეკონომიკის სამინისტროში და განსხვავებული ხედვებია… იმედს ვიტოვებთ, რომ დადგება ის დრო, როცა საავიაციო პოლიტიკა ისევ ძველ რელსებს დაუბრუნდება”, - ამბობს გიორგი შენგელია.

ცნობისთვის, Air Arabia-ს მსგავსი პროექტი სომხეთის მთავრობასთან ერთად აქვს.

“Air Arabia-ს ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა ანალოგიური კომპანია ჩვენს ქვეყანაშიც დაეფუძნებინა, თუმცა მათი და ჩვენი ხელისუფლების ხედვა ავიაკომპანიის კომერციული განვითარების მიმართულებით ერთმანეთს არ დაემთხვა. სამაგიეროდ ჩვენმა სომეხმა მეზობლებმა ამ მიმართულებით ძალიან იაქტიურეს და შედეგად Fly Arna მიიღეს, რომელიც ახლა დაკომპლექტებულია პროფესიონალი კარებით",- ამბობს შენგელია.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საავიაციო ბაზარზე Fly Arna 2022 წელს შემოვიდა და ამ ეტაპზე ერევანი-თბილისის რეისზე კვირაში სამი სიხშირით დაფრინავს. როგორც GASA-ს ხელმძღვანელი ამბობს, კომპანიას სურვილი აქვს საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირე გაზარდოს. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები