მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Air Arabia შარჯა-თბილისი-შარჯას მიმართულებით ფრენებს განაახლებს

600ed568e0b61
ვიქტორია მღებრიშვილი
25.01.21 21:24
1253
30 იანვრიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროების დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Arabia საქართველოს მიმართულებით ფრენებს განაახლებს. ინფორმაციას ამის შესახებ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, თებერვალში, შარჯა-თბილისი-შარჯას საჰაერო ხაზზე ფრენები კვირაში 1 სიხშირით, ყოველ შაბათს შესრულდება. ავიარეისები Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით, შემდეგი განრიგით განხორციელდება:

შარჯა - თბილისი, ჩამოფრენა 14:20 (ადგილობრივი დრო);
თბილისი - შარჯა, გაფრენა 15:10 (ადგილობრივი დრო).

ავიაკომპანიას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, წარმოდგენილი განრიგით ოპერირების ნებართვა უკვე მიენიჭა. ავიაკომპანია Air Arabia საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წელს შემოვიდა.

ცნობისთვის, რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივი აღდგენის პროცესი საქართველოში 2020 წლის აგვისტოდან დაიწყო. თავდაპირველად ფრენები განახლდა მიუნხენის, რიგის და პარიზის მიმართულებებით. ნოემბრიდან, რეგულარული საჰაერო მიმოსვლა ასევე განახლდა ამსტერდამის, ვენის, ბერლინის და დოჰას მიმართულებებით (ნოემბრამდე აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე ხორციელდებოდა ჩარტერული რეისები). გარდა ამისა, დაინიშნა მრავალჯერადი ჩარტერული ფრენები სტამბოლის, ათენის, ვარშავის, კიევის, მინსკის და თელავივის მიმართულებებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები